ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება


საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო უახლოეს ხანში გაავრცელებს ინფორმაციას იმ გადაწყვეტილების შესახებ , რომლის მიხედვითაც სუდანის პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს დარფურში განხორციელებული დანაშაულის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება .

პრეზიდენტი ბაშირი პირველი სახელმწიფო ლიდერი იქნება 2002 წლის მერე, ვინც ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.

სამშაბათს, ჰააგის სასაამართლოს პროკურორმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ,რომ არსებობს უტყუარი სამხილი იმასთან დაკავშირებით ,რომ პრეზიდენტი ბაშირი დარფურში განხორცელებულ სისხლიან გენოციდს თავად უწევდა ხელმძღვანელობას.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ,რომელსაც შესწევს ძალა პრეზიდენტ ბაშირის წინააღმდეგ ბრალდება შეცვალოს, აცხადებს,რომ პრეზიდენტ ბაშირის ბრალდებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

XS
SM
MD
LG