ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის უშიშროება კომპანია  „ნაფტოგაზის“  სათავო ოფისში რეიდის ჩასატარებლად შევიდა


უკრაინის უშიშროებისსამსახურის წარმომადგენლები სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი გაზის კომპანია „ნაფტოგაზის“ სათავო ოფისში რეიდის ჩასატარებლად შევიდნენ. ეს პროცედურა დანაშაულებრივი გამოძიების ერთერთი საფეხური გახლავთ.

კომპანიის პრესცენტრის განცხადებით, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შენობაში დოკუმენტების მოძიების მიზნით შევიდნენ. საგამოძიებო კვლევები მას მერე დაიწყო,რაც კომპანია 900მილიონი დოლარის ღირებულების გაზის დატაცებაშია ეჭვმიტანილი.

კომპანიის პრესცენტრის განცხადებით,შეიარაღებული , ნიღბოსანი უშიშროების თანამშრომლები კომპანიის შენობაში დღეს შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ კომპანიას „ნაფტოგაზს“ პრობლემები გაზის გადასახადთან დაკავშირებით იანვრის თვეში შეექმნა.ამ პრობლემებიდან გამომდინარე ევროპის რიგი ქვეყნები ზამთრის სუსხიან თვეში გაზი გარეშე დარჩნენ.

XS
SM
MD
LG