ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი პალესტინის პრემიერ მინისტრს სალამ ფაიადს შეხვდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პალესტინის პრემიერ მინისტრს სალამ ფაიადს შეხვდა.ქალბატონი კლინტონი პალესტინის პეზიდენტთან მაჰმუდ აბასს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის სამთავრობო ოფისში შეხვდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პალესტინთა ლიდერები ჰილარი კლინტონს სთხოვენ ,რომ ამერიკამ აიძულოს ისრაელი,რათა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობები შეაჩეროს და ღაზას სექტორის საზღვრები გახსნას.

ჰილარი კლინტონი ამ კვირას ეგვიპტეს და ისრაელსაც ესტუმრა.ამ ვიზიტის მიზანიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესის დაწყებას ითვალისწინებდა.

გუშინ ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა,რომ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება გარდაუვალია და ამერიკა ყველა ღონეს იხმარს იმისათვის,რათა ეს პროცესი სწრაფად და წარმატებით დასრულდეს.

სავარაუდოდ სახელმწიფო მდივნის ეს პოზიცია, ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნათანიაჰუს გააწბილებს. მოსაზრებას პალესტინელთთვის მიწის გადაცემის შესახებ მინისტრი კატეგორიულად არ ეთანხმება.

სამშაბათს ,ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა,რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მასთან საუბრისას სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობის მტკიცე სურვილი გამოხატა.


XS
SM
MD
LG