ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასცემს თუ არა დაპატიმრების ორდერს სუდანის პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დღეს განცხადებას გააკეთებს იმის თაობაზე გასცემს თუ არა ეს უკანასკნელი დაპატიმრების ორდერს სუდანის პრეზიდენტ

ომარ ალ ბაშირზე. სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ მას საკმაოდ “მყარი სამხილები„ გააჩნია სუდანის პრეზიდენტის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა, რომლებმაც სუდანის პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გასულ ივლისს მოითხოვეს, განაცხადეს რომ პრეზიდენტი ბაშირი დარფურის რეგიონში გენოციდის ორგანიზატორია. პრეზიდენტმა ბაშირმა კი თავის მხრივ სრული იგნორირება მოუხდინა სასამართლოს და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის არაფერს ნიშნავს. აშშ-ის საელჩომ ხართუმში გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი საპროტესტო აქციები, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სუდანის პრეზიდენტს დამნაშავედ სცნობს.

XS
SM
MD
LG