ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიული ბანკის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების სენატის წინაშე წარსდგება


შვეიცარიული ბანკის იუ ბი ესის აღმასრულებელი დირექტორი შეერთებული შტატების სენატის წინაშე წარსდგება. იქ მას შვეიცარიის ბანკებში არსებული ზოგი ამერიკელის საიდუმლო ანგარიშების შესახებ მოუწევს საუბარი. ამერიკის მთავრობა უცხოეთის ბანკებში არსებული მალული ანგარიშების და ამ პრაქტიკის მეშვეობით მდიდარი ამერიკელების მიერ გადასახადების გადახდისგან თავის აცილების ფაქტების გამოაშკარავებას ცდილობს. შეერთებული შტატების საგადასახადო სამსახურმა იუ ბი ესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ახლა ბანკისგან ორმოცდათორმეტი ათასი საბანკო ანგარიშის მფლობელთა ვინაობის გამჟღავნებას მოითხოვს. ბანკმა განაცხადა, რომ უკან არ დაიხევს და იბრძოლებს. იუ ბი ესის მტკიცებით, ბანკი პირადი ინფორმაციის გაუმჟღვანებლობის უფლებით სარგებლობს. გასულ წელს ბანკს სამასი ანგარიშის მფლობელის ვინაობის გამჟღავნება და ამერიკის მთავრობისთვის 780 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია.

XS
SM
MD
LG