ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი ერთიანი ძალებით აპირებენ დამნაშავეებთან ბრძოლას



რუსეთი უკრაინა და ბელარუსი ერთიანი ძალებით აპირებენ დამნაშავეებთან ბრძოლას. ეს ქვეყნები შიშობენ, რომ გლობალური კრიზისის გამო დანაშაული იმატებს. სამივე აღმოსავლეთ სლავური ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთიანი ძალებით ბრძოლის პირობა დასდეს. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა იტარ ტასის სააგენტოს განუცხადა, რომ სამივე ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამიტომაც ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენების წინააღმდეგ მათ ერთად მოუწევთ გალაშქრება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუსტენკომ აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც უკრაინას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, უმუშევრობისა და დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მატულობს.

XS
SM
MD
LG