აშშ-ის საგანგებო ელჩი ჩრდილოეთ კორეაში სტივენ ბოსვორტი დღეს ჩინეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი აზიური ტურნეა , რომელიც მან ჩინეთით დაიწყო. მას აგრეთვე ვიზიტი დაგეგმილი აქვს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
აზიაში მოგზაურობისას იგი განიხილავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასა და ფხენიანის მიერ დაგეგმილ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.
ჩრდილიოეთ კორეის განცხადებით იგი ხელოვნურ თანამგზავრის გაშვებას აპირებს. აშშ-ი და მისი მოკავშირეები შიშობენ რომ თანამგზავრთან ერთად კოსმოსში ბალისტიკური რაკეტების გაშვებას მოახდენს ფხენიანი, რომელსაც სავარაუდოდ აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლება.
დღეს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ თუ ბალისტიკური რაკეტა მათი ტერიტორიისკენ დაიძრება , იაპონია მზადაა ჩამოაგდოს იგი.