ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა რუსეთს გარიგებას სთავაზობს


ბარაკ ობამა რუსეთს გარიგებას სთავაზობს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მიწერა, რომ ამერიკა გადახედავს ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებას იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ირანის დახმარებას შეწყვეტს და თეირანს გრძელრადიუსიანი ბალესტიკური რაკეტების შექმნაში შეუშლის ხელს. დღეს ესპანეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი გარიგება არ მოხდება. თუმცა მისი თქმით, მოსკოვი მზადაა ამერიკული სარაკეტო დაცვის სისტემის ირგვლივ სასაუბროდ. მომავალ პარასკევს ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან.

XS
SM
MD
LG