ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა სამხედრო ხომალდებს გზავნის სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ საბრძოლველად


სამხრეთ კორეა სამხედრო ხომალდების გაგზავნას აპირებს სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ სამხრეთ კორეის პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს, ეს ქვეყნის ისტორიაში სამხედრო საზრვაო ფლოტის პირველი უცხოური კამპანია იქნება. სეული სომალის სანაპიროსკენ ორმოცდახუთ ტონიან გამანადგურებელს გააგზავნის. გემზე სამასი მეზღვაური მსახურობს. გასულ წელს სომალელმა მეკობრეებმა ორმოცზე მეტი ხომალდი გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG