ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი  დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა შეხვდება


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა შეხვდება.შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იქნება. გორდონ ბრაუნის განცხადებით მას იმედი აქვს რომ შეხვედრა იქნება ამერიკა ბრიტანეთის განსაკუტრებული ურთიერთობების დასაწყისი.

ობამასთან საუბრის დროს და ოთხშაბათს კონგრესში გამოსვლისას ბრაუნი გაიხსენებს ფრანკლინ დელანო რუზველტის დეპრესიის ხანას და აგრეთვე განიხილავს ახალ მიდგომებს შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გადასარჩენად. გაზეთ სანდეი თაიმსში გორდონ ბრაუნმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ყველა ქვეყანამ თანხები უნდა გასწიოს საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად, და აგრეთვე უნდა მოხდეს საბნკო და საფინანსო ინსტიტუტების რეფორმა.


XS
SM
MD
LG