ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამოუცნობმა შეიარღებულმა პირებმა  ცეცხლი გაუხსნეს  შრი ლანკას კრიკეტის გუნდის ავტობუსს


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით ამოუცნობმა შეიარღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს შრი ლანკას კრიკეტის გუნდის ავტობუსს. ინცინდენტის შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა და რამოდენიმე გუნდის წვრი დაიჭრა.

ლაჰორის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ თავდასხმა დღეს დილას 12 მა შეირაღებულმა პირმა რაკეტებით, ხელყუმბარებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალაქ გადაფის სტადიონთან განახორციელა. მათი განცხადებით ეს ტერორისტული აქტი იყო და მათი ორგანიზატორების ძებნა მიმდინარეობს.

როგორც კრიკეტის გუნდის ავტობუსის მძღოლმა განაცხადა სროლა თავდამსხმელებმა ჯერ პოლიციის ესკორტზე დაიწყეს ხოლო შემდეგ თავად ავტობუსის დაცხრილვაზე გადავიდნენ.

შრი ლანკას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პაკისტანში აცხადებენ რომ ტერაქტის შედეგად გუნდის 4 წევრი და მწვრთნელის ასისტენტი მცირედ დაშავდნენ.

შრი ლანკას პრეზიდენტმა თავდასხმას ლაჩრული უწოდა და დაავალა პრემიერ მინისტრს სასწრაფოდ გაემგზავროს პაკისტანში და დაეხმაროს გუნდს სახლში უვნებლად დაბრუნებაში.


XS
SM
MD
LG