შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელის უშიშროებას და წმინდა მიწაზე ორი ქვეყნის არსებობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ქალბატონი კლინტონი დღეს ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა. მისი თქმით, ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვები აუცილებლად უნდა შეწყდეს. “ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მოითმენს, როდესაც მის ტერიტორიას და ხალხს ბომბავენ”. დასძინა სახელმწიფო მდივანმა. ქალბატონი კლინტონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ციპი ლივნისაც შეხვდა. საუბრისას აღნიშნეს, რომ ყოვლად დაუშვებელია ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება. ქალბატონმა ლივნიმ ირანის იდეოლოგია გადაუჭრელ პრობლებად მოიხსენია. მისი თქმით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის საზღვრის დემარკაცია უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე ირანის შეხედულებების შეცვლა.
პოპულარული
1