ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი  საქართველოს  სეპარატისტულ რეგიონში მშვიდობის დამყარებას  ხელს უშლის


საქართველო მთავრობის განცხადებით, კრემლი ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის,რათა საერთაშორისო მცდელობას საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით ხელი შეეშალოს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ევროპელთა შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას რუსეთის წაქეზებით უგულვებელყოფენ. ორმხრივი შეთანხმება,რომელიც თებერვლის თვეში დაიდო, სეპარატისტულ ტერიტორიებზე სახმელეთო სამხედრო სადაზღვევო სამსახურებს შორის გახსნილ და უშუალო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. ხელშეკრულების თანახმად, მუდმივად უნდა გაკონტროლდეს დაპირისპირების სავარაუდო ზონები და ამ ადგილებში ორმხრივი შეხვედრები უნდა მოეწყოს.


XS
SM
MD
LG