ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი  პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შესახვედრად ჩამოვა


დღეს ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შესახვედრად ჩამოვა. ისინი შეხვედრაზე იმ გლობალურ შეთანხმებას განიხილავენ,რომლითაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა გახდება შესაძლებელი. ბატონი ბრაუნი პრეზიდენტ ობამას სამშაბათს თეთრ სახლში შეხვდება.ოთხშაბათს ბრიტანეთის ლიდერი სენატისა და წარმომდგენელთა პალატის წინაშე წარსდგება.

ლონდონის გაზეთ „Sunday Times” -ში გამოქვეყნებულ სტატიაში გორდონ ბრაუნმა აღნიშნა,რომ იგი პრეზიდენტ ობამასთან ერთად იმ ძირითადგლობალურ საკითხზე ისაუბრებს,რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებშია.ბატონი ბრაუნის განცხადებით,მსოფლიოს ქვეყნები უნდ შეთანხმდნენ იმაზე,რომ საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად თანხები გაიღონ,საერთაშორისო საბანკო რეფორმები მოახდინონ და ფინანსური ინსტიტების გარდაქმნაზე იზრუნონ. გორდონ ბრაუნი ევროპის ლიდერთა შორის პირველია, ვისაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვდება.

XS
SM
MD
LG