ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტელი აქტივისტების საპროტესტო აქციები აიკრძალა



ნეპალის მთავრობამ კატმანდუში ჩინეთის საელჩოსთან ტიბეტელი აქტივისტების საპროტესტო აქციები აკრძალა. დალაი ლამას განდევნის 50 წლის თავს ჩინეთის მთავრობასთან დაპირისპირება მოჰყვა. შაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება ძალაში იქნება განსაკუთრებულ განკარგულებამდე. ნეპალის მთავრობამ ამგვარი ბრძანება გასულ წლის 14 მარტსაც გასცა, როცა ტიბეტის დედაქალაქში გამართული საპროტესტო მიტინგი ჩინეთის მთავრობის სისასტიკის გამო სისხლისღვრაში გადაიზარდა. გასულ თვეს ნეპალის პრემიერ-მინისტრმა განუცხადა ჩინეთს, რომ იგი უფლებას არ მისცემს ტიბეტელ აქტივისტებს მონაწილეობა მიიღონ პეკინის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო სვლებში. კატმანდუში ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ იგი ერთიანი ჩინეთს უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG