ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული მზად არის ფხენიანთან  მოლაპარაკებები გამართოს 


კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა დამოლაპარაკებები განაგრძოს. იაპონიის კოლონის მართველობის წინააღმდეგ კორეის აჯანყების 90 წლის ცერემონიაზე, ბატონმა ლიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი კი არა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა იცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისდა სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ფხენიანი ყველაზე შორი მანძილის ბირთვული რაკეტის გამოცდას აპირებს,რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინი ალიასკამდე გაიტანოს. თუმცა აქამდე არცერთი გასროლა წარნმატებით არ დასრულებულა. ბატონმა ლიმ განაცხადა, რომ სეული მზად არის ფხენიანთან მოლაპარაკებები გამართოს.

XS
SM
MD
LG