ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა არ დაესწრება გაეროს მიერ დაგეგმილ კონფერენციას რასიზმის შესახებ


აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ამერიკა არ დაესწრება გაეროს მიერ დაგეგმილ კონფერენციას რასიზმის შესახებ , თუ რადიკალურად არ შეიცვლება დასკვნის საბოლოო ვარიანტი. პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმმა გამოაქვეყნა განცხადება რომ აშშ-ი არ დაესწრება მსოფლიო კონფერენციას რასიზმის წინააღმდეგ, რომელიც ჟენევაში აპრილის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

კონფერენციისთვის საბოლოო დოკუმენტის პროექტი უკვე რამოდენიმე ხანია ტრიალებს გაეროს წევრებს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით პროექტს არსებულ ფორმაში არ შეუძლია შედეგის მოტანა. აშშ-ის საგანგებო ელჩების განცხადებით ეს პროექტი თავისუფალი სიტყვისა და რელიგიის ლიმიტირებას მოახდენს და აგრეთვე უსამართლოდ დაადანაშაულებს ისრაელის პოლიტიკას რასიზმში.


XS
SM
MD
LG