ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გეგმავს ვიზიტს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გეგმავს ვიზიტს სადაც შეხვდება ამ ქვეყნების ლიდერებს. მისი განცხადებით იგი ყურადღებას გაამახვილებს 2 ქვეყნის ურთიერთობების გადაწყვეტასა და უსაფრთხოების ზომებზე ისარაელში.

ინტერვიუში ამერიკის ხმასთან ჰილარი კლინტონმა დასძინა, რომ მას სურს მოისმინოს ყველას აზრი რათა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესების განსახორციელებლად.

ორშაბათს ეგვიპტეში კლინტონი დაესწრება დონორთა კონფერენციას სადაც საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ღაზას სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრებენ. აშშ-ს მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი გაიღოს ღაზას რეკონსტრუქციისთვის.გამოყოფილი თანხა არ მოხმარდება ჰამასს, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს 2007 წლიდან.



XS
SM
MD
LG