ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ქალაქ ვაშინგტონის კონგრესში ხმის მიცემის სრული უფლება


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ქალაქ ვაშინგტონის კონგრესში ხმის მიცემის სრული უფლება .კანონი რომელიც გუშინ დამტკიცდა 61 -37-ი ხმის წინააღმდეგ დედაქალაქს წარმომადგენელთა პალატაში სრულუფლებიანი წევრობის შესაძლებლობას აძლევს. ქალაქს ამჟამად ჰყავს დელეგატი კონგრესში დემოკრატი ელეონორ ჰოლმს ნორტონის სახით,რომელასაც არ აქვს ხმის უფლება, როდესაც კანონი ფინალურ სტადიაში წარმომადგენელთა პალატაში უნდა დამტკიცდეს.

მიღებული ზომა აგრეთვე ხელს უწყობს იუტას შტატს ჰყავდეს მეოთხე წარმომადგენელი, იუტასთვის ადგილის დამატება რესპუბლიკელი სენატორის ორინ ჰაჩის მხარდაჭერისთვის შეიქმნა. იუტას შტატი უფრო რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია, მაშინ როდესაც ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქი დემოკრატებს უჭერს მხარს. ამ კანონის ოპონენტები აცხადებენ რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, რადგანაც დედაქალაქი არ წარმოადგენს შტატს.


XS
SM
MD
LG