ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ 2009 წელი რთული იქნება რუსეთისთვის


რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ვნებს, არ დასრულებულა, თუმცა 2009 წელს ამ მხრივ კატასტროფა არ არის მოსალოდნელი.

პუტინმა განაცხადა, რომ 2009 წელი რთული იქნება რუსეთისთვის, თუმცა ქვეყანა სიტუაციას მაინც კონტროლის ქვეშ შეინარჩუნებს.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური საკითხების გამო საპროტესტო აქციების გამართვის უფლება რუსეთში ნებადართულია, მაგრამ კანონის ფარგლებში.

პუტინი ტელევიზიით დღეს წარსდგა საზოგადოების წინაშე, როცა იგი მმართველი პარტიის წევრებს ხვდებოდა.

XS
SM
MD
LG