საქართველოს შსს დღეს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა : გალის რაიონში აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იქნა ს.ოტობაიას მკვიდრი ირაკლი ბიგვავა, რომელმაც მოახერხა სეპარატისტებისგან თავის დაღწევა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. სეპარატისტების მიერ ს.ოტობაიიდან ასევე გამოდევნილი იქნა 50 ოჯახი, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. გალის რაიონში ოკუპანტებმა დამატებით 30 ერთეული მძიმე ტექნიკა განათავსეს.
თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თამაზ ხუბუას თქმით, ეს დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ საფრთხეები საქართველოს მიმართ გაიზარდა..