ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი  სავარაუდოდ დღეს  ერაყიდან სამხედრო ძალების აგვისტომდე გაყვანის შესახებ გააკეთებს განცხადებას


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სავარაუდოდ დღეს, 27 თებერვალს გააკეთებს განცხადებას ერაყიდან სამხედრო ძალების 2010 წლის აგვისტომდე გაყვანის შესახებ.

კონგრესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ობამა ამ საკითხში განცხადებას ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე კემპ ლეჯუნის სამხედრო ბაზაზე გააკეთებს.

ამერიკული ძალების გაყვანა ერაყიდან სამი თვით გახანგრძლივდება, ვიდრე ამას პრეზიდენტი მანამდე ვარაუდობდა.

მისი გეგმით, 50 000 ჯარისკაცი ერაყში შესაძლოა შეზღუდული მანდატით დარჩეს, რაც ტრეინინგს და ტერორისტებთან ბრძოლად მოიცავს.

გუშინ ბარაკ ობამა ამ გეგმის განსახილველად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ამ ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ მაქიუ აცხადებს, რომ ბარაკ ობამამ ბირობა დადო, რომ სტრატეგიას ერაყში შეცვლის, თუ იქ ძალადობა გაიზრდება. მაქიუ, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის წევრია და აცხადებს, რომ ერყაში სიტუაცია კვლავ არასტაბილურია.

XS
SM
MD
LG