ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბანგლადეშის დედაქალაქში სამხედრო ტანკები შევიდა


დღეს ბანგლადეშის დედაქალაქში სამხედრო ტანკები შევიდა. ეს ქმედება საზღვრის დაცვის არაფორმალური შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფების აჯანყების საპასუხოდ განხორციელდა.

პრემიერ მინისტრმა შეიხ ჰასინამ გააფრთხილა აჯანყებულები რომ მთავრობა უკიდურეს ზომებს მიიღებს თი ისინი არ დანებდებიან. სატელევიზიო მიმართვაში ჰასინამ მოუწოდა მოსახლეობას სიწყნარისკენ ამ კრიზისულ პერიოდში.

პოლიციის განცხადებით აჯანყებული ჯარისკაცებმა ქვეყნის მასშტაბით დაცხრილეს რამოდენიმე სასაზღვრო დაცვის გამშვები პუნქტი და განაახლეს ძალადობა დედაქალაქში.ოფიციალური პირები იტყობინებიან რომ მთავრობამ დაბლოკა მობილური ტელეფონების ქსელები.

დღეს დილით ადრე ბანგლადეშის სატელევიზიო არხებმა გადმოსცეს რეპორტაჯი სადაც აჯანყებულები აბარებენ იარაღს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს.ბანგლადეში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით 50 ადამიანო დაიღუპა ძალადობის დროს. აჯენყებულები თავის მხრივ აცხადებენ, რომ ისინი მთავრობას დანებდნენ ვინაიდან მთავრობამ მათ აღუთქვა უკეთესი პირობები გადასახადის მხრივ და აგრეთვე მარალჩინოსანი ოფიცრების გადაყენებას.


XS
SM
MD
LG