ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიელი გამომძიებლები აანალიზებენ გუშინ ჩამოვარდნილი  თურქული თვითმფრინავის  მონაცემებს


ჰოლანდიელი გამომძიებლები აანალიზებენ გუშინ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის მონაცემებს და იკვლევენ კატასტროფის ადგილს. ავიაკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 84 მძიმედ დაშავდა.დაზიანებული თვითმფრინავის ფოთოსურათების შესწავლა და შავიყუთის ჩანაწერების მოსმენა პარიზში მიმდინარეობს. შედეგად ცდილობენ დაადგინონ მიზეზი რამაც გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა.

გარდაცვლილთა შორის თვითმფრინავის სამი პილოტია.თვითმფრინავი ამსტერდამის აეროპორტთან წვიმის შედეგად ატალახებულ ბილიკზე ჩამოვარდა. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ კატასტროფას მეტის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაცემისგან თვითმფრინავი 3 ადგილას გაიხლიჩა.


XS
SM
MD
LG