ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა დაგმო ოთხშაბათს პარიზში კრისტის აუქციონზე ორი ბრინჯაოს სკულპტურის გაყიდვის ფაქტი


ჩინეთმა დაგმო ოთხშაბათს პარიზში კრისტის აუქციონზე ორი ბრინჯაოს სკულპტურის გაყიდვის ფაქტი. სკულპტურები მე-18 საუკუნით თარიღდება და ქინის დინასტიის ხანას ეკუთვნის. ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური პირების განცხადებით აუქციონმა ხელახა ჩინეთის კულტურული უფლებები და დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება რომლის მიხედვითაც დაცულია მსოფლიო კულტურის ნიმუშები.

შადრევნის შემადგენელი ბრინჯაოს სკულპტურები რომელთაც კურდღლისა და ვირთხის გამოსახულება აქვთ 40 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ცნობილი არა არის. ჩინეთის კულტურის დამცველი ორგანიზაცია ამაოდ ცდილობდა სასამართლოში ჩივილს რათა აუქციონი შეეჩერებინა.


XS
SM
MD
LG