ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კრიტიკას არ იღებს


ჩინეთი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულ კრიტიკას არ იღებს. ადამიანის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ ამ ზემოთქმულ დოკუმენტში აღნიშნულია ის, რომ ჩინეთში ადამიანთა უფლებები ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მა ჟაოშუმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების ირგვლივ დისკუსიას არ გაურბის, მაგრამ ორმხრივი პატივისცემის პრინციპის დაცვას მოითხოვს. მან აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთში ტიბეტელთა და უიგურთა წინააღმდეგ რეპრესიები გაძლიერდა. აქ აგრეთვე ნათქვამია ისიც, რომ პეკინი სდევნის და ავიწროვებს ჟურნალისტებს, დისიდენტებსა და ადამიანის უფლებების დამცველ იურისტებს.

XS
SM
MD
LG