ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელთა ერთმანეთის მოქიშპე ფატასა და ჰამასის ორგანიზაციებმა მოლაპარაკება გამართეს


პალესტინელთა ერთმანეთის მოქიშპე ფატასა და ჰამასის ორგანიზაციებმა მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრის მიზანს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება წარმოადგენს. ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. მოალპარაკებები ეგვიპტის უშიშროების უწყების ხელმძღვანელის ომარ სულეიმანის ოფისში გაიმართა. სულეიმანმა პალესტინელთა ფრაქციებს შორის მედიატორის როლი იკისრა. კოალიციური მთავრობის შექმნა ძალზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის საქმეში. პარალელურად კი შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი დღეს ისრაელის მემარჯვენე ლიკუდის პარტიის ლიდერს ბენიამინ ნატანიაჰუს შეხვდება, რომელიც კოაკლიციური მთავრობის წარმატებულად ჩამოყალიბების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

XS
SM
MD
LG