ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ახალი ინიციატივა ეკონომიკის დარგში


დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს გააცნობს მის პირველ ინიციატივას ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად მასში გათვალისწინებულია 634 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის გამოყოფა, რომელიც გამოყენებული იქნება ჯან-დაცვის დარგში რეფორმების გატარებისა და განსაზღვრული პროგრამების დაფინანსების შემცირებისთვის. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგი აპირებს სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის განახევრებას, თუმც საყოველთაოდ ცნობილია, რომ საჭიროა დამატებითი დიდი თანხების გამოყოფა, რათა აშშ-ის ეკონომიკური ვარდნა შეჩერდეს. თეთრ სახლში ფინანსთა მინისტრთან და კონგრესის საფინანსო კომიტეტების ორ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საჭიროა ახალი კანონის შემოღება, რომელიც უშუალოდ შეეხება საფინანსო ინდუსტრიას. მისივე თქმით აწმყო ფინანსური კრიზისი ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ ფედერალური კანონები განსაზღვრულწილად ჩამორჩა იმ პროცესებს, რომლებსაც ბოლო დროს ადგილი ჰქონდა საფინანსო ბაზრებზე.

XS
SM
MD
LG