ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს


გუშინ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს დეტალურად აფასებს.

ანგარიშში მთლიანობაში რუსეთი და ჩინეთია გამოყოფილი. ამ ორ ქვეყანაში მდგომარეობა ადამიანის უფლებების სფეროში 2008 წლის მანძილზე გაუარესდა.

ჩინეთის კრიტიკას იქ სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინტონის ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე აქვს ადგილი. ოფიციალური ვიზიტისას, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამერიკა-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში ყურადღება საერთაშორისო ინტერესებზე და არა კონფლიქტის წყაროებზე უნდა გამახვილდეს.

რუსეთის შემთხვევაში, ანგარიში, შემაჯამებელ აბზაცში აკრიტიკებს რუსეთში სამოქალაქო უფლებების გაუარესების შედეგად შექმნილ სიტუაციას და საქრთველოსთან მომხდარი ომის დროს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის გამო გამოთქვამს წუხილს.

ჰილარი ქლინტონის განცხადებით, რომელმაც მოკლეს კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მასშტაბით, ამერიკის საგარერო პოლიტიკის უმთავრესი ელემენტია.

საქართველოსთან მიმართებაში, ანგარიშში მითითებულია რამდენიმა წარმატებული მოვლენის და წარუმატებლობისა და ჩავარდნების შესახებ.

თბილისის მე5 იზოლატორის დახურვა და ტელეარხებზე პოლიტიკური პროგრამების განახლება მნიშვნელოვან მიღწევად არის შეფასებული.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სარწმუნო ინფორმაციაზე დყრდნობით, შეზღუდა პრესის და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი მაისის არჩევნების შემდეგ, თუმცა როგორც იქვე მითითებულია, ეს შეზღუდვები გასული წლის ბოლოსთვის გამოსწორდა.

მოხსენება ამ საკითხში შემდეგნაირად იკითხება: 2008 წლის დამლევს, საქართველოში ტელეკლომპანიებმა განაახლეს ტოქშოუების გაშვება, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების წევრებს ერთდროულად მიეცათ გამოსვლის საშუალება. მსგავსი რამ ყველა არხზე ხდებოდა. ც.დ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იტყობინება, რომ რუსთავი 2 ის მაგალითის მიხედვით ჯერ კიდევ გაურკვეველია საქართველოში მედიის საკუთრების საკითხები.

"არ არსებობს ინფორმაცია გეო მედია გრუპის საკუთრებასთან დაკავშირებით, რომლის წილი რუსთავი 2ში 40პროცენტამდე შემცირდა.

ამას გარდა, ნახსენებია ქართველი ჟურნალისტების ხშირად თვითცენზურის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რაც კონტრაქტების უქონლობით არის ნაკარნახევი.

სასამარტლო სისტემასტან დაკავშირბეით, აემრიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ გავრდეელებული ინფორმაციის ტანახმად, არმასრულებელი ხელისუფლება კვლავ განაგრძობს ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე და რომ არასამათავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული სასამართლო ხელისუფლება პროკურორების განშტოებად გადაიქცა .

მოხსენაბაში ყურადღება ასევე გამახვილებულია საკუთრების უფლების დარღვევებზეც.

თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელსულფებამ შეარბილა პოზიცია უკანონო მშენებლობების საკითხში და უკანონოდ შეძენილი ქონების ლეგალიზაციი უფლება დართო, რამაც შეარბილა საზოგადოებრივი მღელვარება.

კორუფციის საკითხში, სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ წვრილმანი კორუფციის დონე 2003 წლის შემდეგ შემცირდა, თუმცა პრობლემად რჩება კორუფცია მაღალ ეშელონებში და რომ ოფიციალური ანტი კორუფციული კამპანია დასჯაზე უფროა ორიტნტირებული ვირე აღკვეთაზე.

და ბოლოს, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ აგვისტოში ადგილი ჰქონდა ყველა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რეგიონში, მათ შორის მკვლელობებს და დაბომბვას და რომ საქართველომ ცხინვალში და სეპარატისტული რეგიონის სხვა ადგილებში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსეთი კი აცხადებდა, რომ პახუხი გასცა საქართველოს მიერ ძალის გამოყენებას ცხინვალში, რასაც რუსი მშვიდობისმყოფელების სიკვდილი მოჰყვა.

ადგილი ჰქონდა ძალის განურჩევლად გამოყენებას, რამაც სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG