ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სამსახურის თავკაცი მსოფლიოში არსებული საშიშროებების შესახებ საუბრობს


გლობალურმა საფინანსო კრიზისმა ბევრ ქვეყანას ეკონომიკურზე ბევრად უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს. განაცხადა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარმდგარმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თავკაცმა დენის ბლერმა:


“ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეკონომიკური კრიზისის ერთი ან ორი წლის განმავლობაში არსებობა ისეთი მერყევი მდგომარეობის წარმოქმნას უწყობს ხელს, რომელიცსახვადასხვა სახელმწიფოების რეჟიმებს უქმნის საფრთხეს. არასტაბილურობამ განვითარებადი ქვეყნებში არსებული არამყარი სამართლებრივი სისტემები შეიძლება გაანადგუროს”. განაცხადა დენის ბლერმა.

მისი თქმით მექსიკაზე ძალზე მტკივნეულად მოქმედებს ამერიკაში არსებული რეცესია. მან ასევემაგალითად მოიყვანა ევროპასა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამნტისამთავრობო მოძრაობის მომძლავრების ფაქტი. თუმცა ბატონი ბლერის თქმით, გლობალური რეცესია და ნავრთობის ღირებულების ვარდნა პოზიტიურიც შეიძლება იყოს ამერიკისთვის:

“ნავთობის ფასის შემცირება ვენესუელის ეკონომიკაზე მტკივნეულად მოქმედებს”. აღნიშნა მან. ხოლო ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი შეიძლება განიცადოს:

“ის ეპოქა, როდესაც სახიფათო ტექნოლოგიებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ფლობდა სამწუხაროდ დიდი ხანია, რაც წარსულს ჩაბარდა. ეს ტექნოლოგიები გლობალური ვაჭრობის დამსახურებით ახლა ხშირად სხვა ქვეყნებს გადაეცემა და ცოტაოდენი მუშაობის შემდეგ მათი სახიფათო იარაღად გადაკეთებაა შესაძლებელი”. განაცხადა დაზვერვის თავკაცმა.

ბატონი ბლერის თქმით, ირანის მხრიდან იმის მტკიცება, რომ თეირანის ბირთვული სამუშაოები მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ხიორციელდება სიცრუე”

“თეირანს ნებისმიერ მომენტში ძალუძს ბირთვული იარაღის შექმნა’. განაცხადა მან. ალ ყაიდას შესახებ საუბრისას კი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საუდის არაბეთში, პაკისტანში და ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღეს, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციის გავლენა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია:

“ალ ყაიდა კვლავაც საშიშია. იემენში ჯიჰადისტები მომძლავრდნენ. მომავალი წლისთვის კი აფრიკაში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების გააქტიურებას მოველით”. განაცხადა ბატონმა ბლერმა. მისი თქმით, ავღანეთში წარმატება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რარიგ ეფექტურად იმოქმედებს პაკისტანი ავღანეთის საზღვრის მიდამოებში მოქმედი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG