პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის პირობას იძლევა. გუშინ ქვეყნის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკა აუცილებლად დაძლევს კრიზისს და უფრო წარმატებული იქნება ვიდრე მანამდე ოდესმე ყოფილა. პრეზიდენტის თქმით, უპასუხისმგებლობამ, გადაწყვეტილებების ვერ მიღებამ და სტრატეგიული ხედვის უქონლობამ წლების განმავლობაში სავალალო შედეგები გამოიწვია:
“ჩვენ იმ დროს მოგვიწია ცხოვრება, როდესაც მოკლევადიან წარმარტებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და არა გრძელვადიან პოლიტიკაზე” აღნიშნა ბატონმა ობამამ. თუმცა განაცხადა მან ჩვენი ქვეყანა აუცილებლად აღორძინდება. ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ გასულ კვირას მიღებული კანონი, რომელიც ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 787 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. პრეზიდენტის ტქმით, ახლა იგი ყურადრებას ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ენერგიაზე გაამახვილებს. ობამა ახალი ბიუჯეტის გეგმაზე მუშაობს, რომლის მიღებასაც მისი თქმით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისთვის.“ჩვენი ქმედებითა და სიტყვებით მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ თანამშრომლობის ახალი ეპოქა იწყება. იმიტომ რომ ჩვენის ღრმა რწმენით ამერიკა ეულად ვერ გაუმკლავდება ამ პრობლემას, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო ვერ მოაგვარებს კრიზისს ჩვენი დახმარების გარეშე”. განაცხადა პრეზიდენტმა. რესპუბლიკელთა მხრიდან პრეზიდენტის სიტყვას ლუიზიანის შტატის გუბერნატორი ბობი ჯინდალი გამოეპასუხა. მისი თქმით, რესპუბლიკელები მზად არიან ობამასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. თუმცა მან გააკრიტიკა დემოკრატების მიერ მიღებული კანონი და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მთავრობის გაზრდას შეუწყობს ხელს.