ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთი თანახმაა თავის ტერიტორიაზე ამერიკის არა სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანზიტი დაუშვას


უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი აცხდებს, რომ უზბეკეთი თანახმაა თავის ტერიტორიაზე ამერიკის არა სამხედრო დანიშნულების მოწყობილობების ტრანზიტი დაუშვას ავღანეთისკენ.

პრეზიდენტმა კარიმოვმა ხაზი გაუსხვა იმ ფაქტს, რომ სატრანზიტო შეთანხმებები მხოლოდ არა სამხედრო მოწყობილობებს და ტვირთს შეეხება. კარიმოვის განცხადება მოსდევს უფრო ადრე, ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გასულ კვირას, ერაყსა და ავღანეთში ამერიკული ჯარების მთავარსარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი ტაშკენტში ისლამ კარიმოვს შეხვდა. მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პეტრეუსის ვიზიტი მიზნად არ ისახავდა ავღანეთში გადასაზიდი ტვირთვისთვის ალტერნატიული გზების გამონახვას.აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და ნატოს ჯარებისთვის ავღანეთში გამიზნული ტვირთის უდიდესი ნაწილი პაკისტანიდან ჩადის, მაგრამ ახლა პაკისტანში ალ ყაიდასა და თალიბების მიერ გახშირებული თავდასხმები საერთაშორისო ძალებისთვის დანიშნულ ტვირთს საფრთხის ქვეშ აყენებს.ასევე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ყირგიზეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვის გადაწყვეტილებას მანასში.


XS
SM
MD
LG