ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა უკვე დაიგეგმა


შეერთებული შტატები ერაყში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას თურქეთის გზით გეგმავს. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ჯარის ამერიკის მოკავშირე და ერაყის მოსაზღვრე თურქეთის გავლით გამოყვანა სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. ამერიკა ერაყიდან ჯარის გამოყვანას 20011 წლის მიწურულისთვის აპირებს. თუმცა თურქეთის დახმარებით ჯარის მხოლოდ ძირითადი ნაწილის გაყვანას გეგმავენ. ამერიკელ სამხედროთა ნაწილი ერაყს ალბათ იორდანიის საპორტო ქალაქის აქაბას გავლითაც დატოვებს. მესამე ქვეყანა, რომელიც ამ პროცესში შეიძლება ჩაებას ქუვეიტია.

XS
SM
MD
LG