ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბური სიგარების გაყიდვამ წინა წელთან შედარებით 3%-ით დაიკლო


კუბის ოფიციალური პირების განცხადებით სიგარების გაყიდვამ წინა წელთან შედარებით 3%-ით დაიკლო. მაჩვენებლების ვარდნას ეკონომიკურ კრიზისსა და ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

კუბური სიგარების მონოპოლისტი კომპანიის ჰაბანოს ვიცე-პრეზიდენტის მანუელ გარსიას განცხადებით,იმის გამო,რომ თვითმფრინავით მგზავრობის რიცხვმა 11%-ით იკლო , საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებული აეროპორტის მაღაზიებში შემცირდა სიგარებით ვაჭრობა, რაც კომპანიის ვაჭრობის მეოთხედს შეადგენს.

XS
SM
MD
LG