ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ  მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა ოსკარების გადაცემის ცერემონიალს


გუშინ მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს -ოსკარების გადაცემის ცერემონიალს.

ფილმი „ჯურღმულთა მილიონერი“ სატელევიზიო გათამაშებაში გამარჯვების სურვილით შეპყრობილი ახალგზრდა კაცის ისტორიას ასახავს.ამ კინოსურათმა წელს საუკეთესო ფილმისთვის მინიჭებული ოსკარის ჯილდოსთან ერთად - რვა კატეგორიაში აიღო ოსკარი. „ჯურღმულთა მილიონერში“ ბრიტანელი და ინდოელი კინომსახიობები თამაშობენ.

ოსკარის ჯილდო გადაეცა ბრიტანელ მსახიობს კეით ვინსლეთს ფილმ „მკითხველში“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მეორეხარისხოვანი როლის საუკუთესო შესრულებისთვის ფილმში „ბნელეთის რაინდი“ ავსტრალიელ მსახიობს ჰეთ ლეჯერს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ოსკარი. საზეიმო ცერემონიალს ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი უძღვებოდა.ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ , ქალის მეორეხარისოხვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის კინოაკადემიამ ჯილდო ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს მიაკუთვნა. ფილმში „მილკი“ კი მამაკაცის როლის საუკუეთესო შესრულებისათვის ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი შონ პენი გახდა. საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისთვის ჯილდოები ფრანგ და ინდოელ რეჟისორებს გადაეცათ.ხოლო იაპონურმა ფილმმა საუკუეთესო უცხოური ფილმისთვის მიიღო ჯილდო.


XS
SM
MD
LG