ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი ეჭვმიტანილი დააკავეს


ეგვიპტის პოლიცია აცხადებს, რომ კაიროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. ეგვიპტის დედაქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ ამ აფეთქებას ჩვიდმეტი წლის ფრანგი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა ოცდაოთხი კაცი. ბაზარი კაიროს ისტორიულ, ტურისტულ რაიონში მდებარეობს. დაჭრილთა შორის მრავალი საფრანგეთის, გერმანიის და საუდის არაბეთის მოქალაქეა. ამ ინფორმაციით, პოლიციამ მეორე აუფეთქებელ ბომბსაც მიაგნო. ცნობილი არ არის ის თუ რა სამხილები მოიპოვა პოლიციამ დაკავებულთა წინააღმდეგ. ჯერ-ჯერობით ტერაქტის მოწყომაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ უკისრია.

XS
SM
MD
LG