ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასკეთის ქალაქ ლასკაოში ბომბი ააფეთქეს


ესპანეთის პოლიცია იუწყება, რომ ბასკეთის რეგიონის ქალაქ ლასკაოში, ქვეყნის მმართველი სოციალისტური პარტიის ადგილობრივ ოფისთან ბომბი ააფეთქეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ტერაქტამდე აფეთქების დაგეგმვის შეტყობინებით უცნობმა პირმა ბასკ სეპარატისტთა ორგანიზაციის ეტას სახელით დარეკა პოლიციაში. პოლიციამ სოციალისტური პარტიის შტაბბინასთან მიტოვებული ზურგჩანთა შენიშნა და ალყა შემოარტყა ამ ადგილს, თუმცა ბომბის გაუვნებელყოფა ვერ მოასწრეს. აფეთქებამ შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ტერაქტს ადამიანთა შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორმოცი წლის განმავლოვბაში ეტას სეპარატისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს რვაას ოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG