ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ჩინეთს მას მერე დატოვებს რაც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება


სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთს მას მერე დატოვებს, რაც ამერიკის საელჩოში ჩინელ ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება.

შაბათს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჰილარი კლინტონმა ნათლად გამოხატა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პოზიცია იმასთან დაკავშირებით,რომ ამერიკას სურს სამომავლოდ ჩინეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.კლინტონის განცხადებით,ამ ორმა ქვეყანამ თანამშრომლობასა და შეთანხმებას უპირველესად ისეთ საკითხებში უნდა მოაღწიოს,როგორიცაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი და კლიმატური ცვლილებები.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აპრილის თვეში ვაშინგტონში ერთმანეთს ჩინეთის და ამერიკის ლიდერები შეხვდებიან,სადაც ამ ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების შესახებ ისაუბრებენ.


XS
SM
MD
LG