ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში პოლიციის უფროსი თანამდებობიდან   გადადგა


მექსიკის ერთერთი ყველაზე დანაშაულებრივი ქალაქის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ პოლიციის უფროსს ერთერთი ნარკოდაჯგუფება იმით ემუქრება,რომ თუ თანამდებობას არ დატოვებს ,ბანდიტები 48 საათში ერთხელ თითო პოლიციის ოფიცერს გამოასალმებენ სიცოცხლეს.

პარასკევს ქალაქ ხუარესის პოლიციის უფროსმა რობერტო ოდუნამ,მას მერე რაც ხუთი პოლიციის ოფიცერი შანტაჟის სახით ბანდიტებმა მოკლეს,თანამდებობიდან გადადგა.მიზეზი,რის გამოც ოდუნას ნარკოდაჯგუფება დაუპირისპირდა ის გახლავთ,რომ პოლიციის უფროსმა ნარკობანდების საქმიანობისა და პოლიციის კორუფციის შემთხვევები გამოაშკარავა.

ნარკობანდების მხრიდან გაზრდილი ძალადობის გამო, ამერიკის სახელწიფო დეპარტმანტმა ახალი გაფრთხილება გამოსცა,რომელშიც ამერიკელებს მექსიკაში მოგზაურობაზე თავი შეკავებას ურჩევენ.

XS
SM
MD
LG