ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გატაცებული გაეროს თანამშრომლის დედა საზოგადოებას დახმარებას თხოვს


პაკისტანში გატაცებული გაეროს თანამშრომლის დედა საზოგადოებას დახმარებას თხოვს.ამერიკელი ჯონ სოლეცკი, 2 თებერვალს გაიტაცეს პაკისტანის ბალუჩისტანის პროვინციიდან.როზა სოლეცკის, ჯონის დედის, მიმართვის აუდიო ჩანაწერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.

გაერომ ასევე გამოაქვეყნა გატაცებული ჯონ სოლეცკისა და მისი მშობლების ფოტოებიც.გაერომ სოლეცკის გამტაცებლებს მოუწოდა ამერიკელის დაუყოვნებლივი განთავისუფლებისკენ. გაეროს მიმართვაში აღნიშნულია, რომ სოლეცკის სიცოცხლე, ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, შესაძლოა საფრთხის ქვეშ მოექცეს.მანამდე უცნობი ბალუჩისტანის განთავისუფლების გაერთიანებული ფრონტი დაიმუქრა, რომ სოლეცკის სიცოცხლეს გამოასალმებს თუ პაკისტანის მთავრობა არ გაანთავისუფლებს ბალუჯელ პატიმრებს.

XS
SM
MD
LG