ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე  ფიქრობენ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის -ჰილარი კლინტონის განცხადებით ამერიკა და ჩინეთი ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ იმ მიზნით,რომ საერთო ინტერესების მქონე სფეროებში სამომავლოდ ითანამშრომლონ. შაბათს , პეკინში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ,ჰილარი კლინტონმა ნათლად გამოხატა პოზიცია იმასთან დაკავშირებით,რომ პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაციას ჩინეთთან სასიკეთო ურთეირთობის დამყარება სურს. სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე ის საკითხები დააკონკრეტა,რომლებზეც ვაშინგტონი აპირებს პეკინთან მუშაობას გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კლიმატური ცვლილებების სირთულეების დასაძლევად. ჰილარი კლინტონმა მადლიერება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით,რომ ჩინეთი ერთგულია ამერიკის ხაზინის ობლიგაციების მიმართ.

XS
SM
MD
LG