ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს წევრები   ავღანეთის პოლიციის წვრთნას გეგმავენ



ნატოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას,ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა დადებითად შეაფასა მისი კოლეგების გამოხმაურება ავღანეთში უსაფრთხოების სიტუაციის გააუმჯობესებაში. ავღანეთში 6 თვეში არჩევნები ტარდება. ბატონი გეითსი აცხადებს, რომ პოლონეთში შეკრებილ მის კოლეგებს საერთო აზრი აქვთ იმის შესახებ, რომ ავღანეთში არჩევნების დროს დამატებითი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღონ. რობერტ გეითსმა კრაკოვში ჟურნალისტებს განუცხადა ,რომ ნატოს წევრები ასევე განიხილავენ ავღანეთის პოლიციის წვრთნას. ბატონმა გეითსმა ეს განცხადებები პოლონეთში შეხვედრების ორი დღის თავზე გააკეთა.

XS
SM
MD
LG