ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნათანიაჰუს ახალი შემოთავაზება ელის


ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მემარჯვენე პარტიის ლიდერი ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის მომავალიმთავრობის შექმნას შესთავაზებენ. ბატონი ნათანიაჰუ მალე ოფიციალურ მოწვევას მიიღებს,რათა შექმნას მართველი კოალიცია. მას მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ექვსი კვირა მიეცემა. ამის შესახებ განცხადება მას შემდე გაკეთდა, რაც ბატონი პერესი პარასკევს პრემიერ მინისტრის პოსტზე 2 მთავარ კანდიდატს:ნაციონალური პარტიის წევრს ბატონი ნათანიაჰუს და საგარეო საქმეთა მინისტრს წიფი ლივნის დამოუკიდებლად შეხვდა. კადიმას პარტიამ ამ თვის დასაწყისში პარლამენტში ჩატარებულ არჩევნებში ერთი ხმით გაიმარჯვა,მაგრამ მას დამოუკიდებელი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ხუთშაბათს ბატონმა ნათანიაჰუმ მემარჯვენეთა პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მას პრემიერ მინისტრობის პოსტის მოპოვებაში დაეხმარება .
XS
SM
MD
LG