ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთს სიმღერითაც უპირისპირდება


ქართული ჯგუფი "სტეფანე და სამი ჯი" ევროვიზიის კონკურსში მაისში მოსკოვში მიიღებს მონაწილეობას. სიმღერას ეწოდება "We Don't Wanna Put In". სიმღერის ინგლისურ ტექსტში გამოყენებულია სიტყვათა თამაში, რომელიც ორაზროვნად შემდეგნაირად შეიძლება იქნას გაგებული:"ჩვენ არ გვსურს პუტინი". ჯგუფის ადმინისტრაცია არ უარყოფს ტექსტში ამ პოლიტიკურ სარჩულს. თავიდან საქართველომ უარი განაცხადა ევროვიზიის კონკურსში წელს მონაწილეობის მიღებაზე. მოგვიანებით კი როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა განაცხადა საქართველო ევროვიზიის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათანხმდა მოსკოვში კონკურსში მონაწილეობაზე.

XS
SM
MD
LG