ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ჩინეთს ეწვია



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთს ეწვია.აზიაში მოგზაურობის ფარგლებში ჩინეთი ბოლო ქვეყანაა, სადაც კლინტონი ჩავიდა. განხილვის მთავარი თემებია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის ცვლილებები და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. პეკინში ჩასვლამდე ჰილარი კლინტონი სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა სადაც მან სეულსაშშ-ის თანადგომა აღუთქვადა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეასარ წავიდეს პროვოკაციებზე. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუ მინგ ჰუანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლინტონმა , განაცხადა, რომ ფხენიანი სეულთან დიალოგზე უნდა წავიდეს. ჩრდილოეთ კორეამ გასული თვის ბოლოს გამოაცხადა, რომ იგი წყვეტს ყველა სამხედრო და პოლიტიკურ შეთანხმებას სეულთან. აშშ-ი და სამხრეთ კორეა შეშფოთებული არიან ფხენიანის გრძელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდის დაგეგმვის გამო, რომლებმაც შესაძლოა აშშ-ის ტერიტორიამდე მიაღწიოს. კლინტონი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს გაეროს რეზოლუციის დადგენილებას, რომელიც 2006 წელს მიიღეს.

XS
SM
MD
LG