ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუნტაზერ ალ-ზაიდის პროცესი 12 მარტს განახლდება


ერაყში იმ ჟურნალისტის სასამართლო პროცესი გადაიდო, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს ფეხსაცმელები სტყორცნა. მოსამართლის თქმით, მუნტაზერ ალ-ზაიდის პროცესი 12 მარტს განახლდება. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პერიოდი ძიებას იმის დასადგენად ესაჭიროება, პრეზიდენტი ბუში ერაყსი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თუ არა. დამნაშავედ ცათვლის შემთხვევაში ალ-ზაიდის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჟურნალისტის ადვოკატები აცხადებენ, რომ ალ-ზაიდი სპონტანურად, დაუგეგმავად მოქმედებდა და ამის გამო იგი უნდა გაათავისუფლონ.

XS
SM
MD
LG