ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერთ გეითსმა ნატოს ალიანსის წევრებს ავღანეთში მეტი სამხედროების დისლოცირება  უნდა სთხოვოს


აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა განაცხადა, რომ კრაკოვში ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ნატოს ალიანსის წევრებს ავღანეთში მეტი სამხედროების დისლოცირება უნდა სთხოვოს. ეს ზომები ქვეყანაში მომავალი არჩევნების უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. კრაკოვში განხილვის მთავარი თემა ავღანეთში ალიანსის წევრი ქვეყნების მშვიდობის დამყარების ძალისხმევაა. კრაკოვის შეხვედრამდე ვაშინგტონმა განცხადება გააკეთა ავღანეთში დამატებითად 17 ათსი სამხედროს დისლოცირებისა. გეიტსის განცხადებით მას იმედი არ აქვს რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაშიც ომის საწინააღმდეგო ძლიერი განწყობაა, სურვილი გამოთქვან ჯარით დახმარების. სავარაუდოდ ისინი მხოლოდ არასამხედრო დახმარებას გასწევენ.

პოლონეტში თავდაცვის მინისტრების მიერ ასევე განიხილება კოსოვოს, საქართველოს, უკრაინისა და მეკობრეებთან ბრძოლის საკითხები

XS
SM
MD
LG