ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა რომ იგი მზადაა სამხრეთ კორეასთან საომრად


ჰილარი კლინტონის სეულში ჩასვლამდე რამოდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა რომ იგი მზადაა სამხრეთ კორეასთან საომრად.

ხუთშაბათს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგანტოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ოფიციალური პირები სრული კონფრონტაციისთვის ჯარის მზადყოფნას აღნიშნავენ.

ფხენიანის განცხადებით აშშ-სა და სამხრეთ კორეას ძვირად დაუჯდება მომავალ თვეში ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაგეგმვა.საშიშროება მას შემდეგ გაჩნდა რაც ექპერტებმა სავარაუდო ვადა დაასახელეს როდესაც ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას აპირებს, ანალიტიკოსები თვლიან რომ ბალისტიკურ რაკეტებს აშშ-მდე შეუძლია მიღწევა. პარასკევს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან სადაც განიხილება ფხენიანის ბირთვული პროგრამა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.


XS
SM
MD
LG