ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური საფინანსო კრიზისი და ეკონომიკის დაღმავალი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უქმნის პრობლემებს


გლობალური საფინანსო კრიზისი და ეკონომიკის დაღმავალი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უქმნის პრობლემებს. სესხების არასწორად გაცემამ ბევრი ბანკის დახურვა გამოიწვია, ხოლო ის ბანკები რომლებიც განაგრძობენ მუშაობას კრედიტებს არ გასცემენ. ბიზნესის შენელებამ სამსახურიდან მრავალი ადამიანის გათავისუფლება გამოიწვია. კომერციულ ნაწარმზე მოთხოვნილების დაცემამ, საერთაშორისო ვაჭრობა შეანელა. კრიზისი იმ ქვეყნებშიც კი შეინიშნება, რომლებიც შედარებით იზოლირებულები იყვნენ დანარჩენი სამყაროსგან. სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ცდილობენ კრიზისთან გამკლავებას. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის გამოსაჯანსაღებლად დიდი თანხები გაიღო. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და მომხმარებლის დანახარჯის გაზრდის იმედით, გადასახადები და სამთავრობო დანახარჯები შეამცირეს. ბევრ ქვეყანაში სასტიმულო პაკეტების გამოყოფის გარდა, შიდა ბაზრების უცხოური იმპორტისგან დაცვისკენ მიმართული ნაბიჯებიც გადადგეს. საერთოდ ამა თუ იმ სახით სავაწრო ბარიერები ყოველთვის არსებობდა. ახლა კი ეკონომიკური კრიზისის არსებობის პირობებში, ბარიერების მომხრეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში როგორებიც არგენტინა, ინდოეთი, რუსეთი და ინდონეზია არიან იმპორტულ ნაწარმზე ტარიფები გაზარდეს, სპეციალური ლიცენზირება შემოიღეს. საექსპორტო ნაწარმს და მუშაკებს კი სუფსიდირებითა და სხვა სახით იცავენ. ისტორია ააშკარავებს იმას, რომ პროტექციონიზმი სინამდვილეში ვერავის ვერ იცავს. მას მხოლოდ არსებული ეკონომიკური პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავება ძალუძს. მსოფლიო ბანკმა იწინასწარმეტყველა, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო ვაჭრობა ორი მთელი ერთი მეათედი პროცენტით შემცირდება, რაც პირველად ხდება 1982 წლის შემდეგ. თუმცა კრიზისი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ახლა უკვე პრობლემის ახალი გამოკვლევაა საჭირო. შეერთებული შტატების სათავეში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამ, ქვეყნის სავაჭრო სტრატეგიის გადახედვა გამოიწვია. მიუხედავად ამისა ოფიციალური ვასინგტონი ურყევად მისდევს თავისუფალი ბაზრის იდეას. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგება ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც პროტექციონიზმს გამოიწვევს და ამერიკის მიერ ნაკისრები სავაჭრო ვალდებულებების განხორციელებას შეაფერხებს. მართალია მსოფლიოს ქვეყნები თანამშრომლობენ

XS
SM
MD
LG