ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე კანზასის შტატის გუბერნატორის წარდგენას აპირებს


ნიუ იორკ თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ობამა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე კანზასის შტატის გუბერნატორის კეთლინ სიბელიუსის წარდგენას აპირებს. გაზეთის გუშინდელ გამოშვებაში აღნიშნუულია ის, რომ თეთრი სახლის რწმენით ქალბატონმა სიბელიუსმა დიდი ნიჭი გამოავლინა კანზასის ძირიტადად რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ სენატსა და წარმომადგენელთა პალათასტან ნაყოფიერი თანამშრომლობით. გაზეთში ნათქვამია ისიც, რომ ახლა, როდესაც სასტიმულო პაკეტი უკვე მიღებულია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯანდაცვის საკითხზე აპირებს ყურადრების გამახვილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონი სიბელიუსი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჯანდაცვის ფედერალურ და საშტატო პროგრამებში.

XS
SM
MD
LG